ყოველდღიურად, სულ უფრო მეტი ადამიანი უკავშირებს თავის საქმიანობას კომპიუტერს და უფრო მეტ დროს ატარებს მასთან ერთად.

შესაბამისად, იზრდება  მოთხოვნა კომპიუტერისთვის საჭირო სპეციალურ ავეჯზე. პირველ რიგში აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს კომპიუტერის სავარძელზე, რადგან კომპიუტერთან დიდი ხნის განმავლობაში არასწორად ჯდომა შეიძლება ჯანმრთელობის დარღვევის მიზეზი გახდეს.

კომპიუტერის სავარძელი კარგი დამატებაა სპეციფიკური  ინტერიერის გალამაზების თვალსაზრისით, ამიტომ სავარძლის დახვეწილი დიზაინი მისი შერჩევის დროს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია.

თუმცა მთავარი ფაქტორი არჩევანის გაკეთების მომენტში არის ის, თუ დროის რა მონაკვეთს ატარებთ და რამდენი საათი ზიხართ კომპიუტერთან დღისა თუ ღამის განმავლობაში.

ორიგინალური სტატია