წესები და ტერმინები

 

საჯარო ოფერტი(ხელშეკრულება)


 ხელშეკრულება იდება ფიზიკურ პირს (,შემდგომში „მომხმარებელი“), რომელიც რეგისტრირდება საიტზე onlineave.ge (შემდგომში „საიტი“)  და შპს „დენიზო“ (შემდგომში „გამყიდველი“) შორის,

 

  1. ტერმინები და განსაზღვრებები:
    ა) საჯარო ოფერტი – შეთავაზება გამყიდველის საქონლის ან მომსახურების შეძენის შესახებ, რომელიც განთავსებულია შუამავლის საიტზე და წარმოადგენს შეთავაზებას საიტის მომხმარებლებისადმი

    ბ)   აქცია – ღონისძიება, რომელსაც მართავს გამყიდველი საკუთარი საქონლის და/ან მომსახურების რეალიზაციის მიზნით. ეს ღონისძიება განკუთვნილია შუამავლის საიტის მომხმარებლებისათვის, რომლებიც შეიძენენ საქონელს შუამავალთან იმ პირობებით, რომლებიც განსაზღვრულია  საჯარო ოფერტში. 

    გ)   აქციის მოქმედების დრო – დროის პერიოდი, რომლის დროსაც შუამავალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას შეისყიდონ საქონელი.. 


    2.    ხელშეკრულების დადების სრულ და უპირობო თანხმობად  ითვლება წარმომადგენლის საიტზე onlineave.ge-ზე პირადი ინფორმაციის(ამის შემთხვრევაშიიდება კონფიდენციალურობის პოლისი მე-9 პუნკტი ) მითითება რეგისტრაციის მიზნით და გადახდის განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია ანგარიშსწორებაში (ბმული დაიდება საიტის სხვა გვერდიდან)


    3.   ხელშეკრულების საგანი, პირობები და მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების შესაბამის დანართში (აქციის პირობები).. 

4. თანხის გადახდის ყველა ხარჯს ანაზღაურებს მომხმარებელი. 

5. მომხმარებელი თანახმაა, რომ საიტზე რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, მის ელექტრონულ მისამართზე შუამავალის მიერ გაიგზავნოს წერილები და შეტყობინებები, მათ შორის სარეკლამო ხასიათის.  ამავდროულად, საიტი მომხმარებლის ელექტრონულ მისამართს და სხვა ინფორმაციას მესამე მხარეს არ გადასცემს.  .   

6. მიწოდების პირობები

 www.onlineave.ge -ზე განთავსებული ნივთის შეძენის მოწოდება ხდება თბილისის მასშტაბით.

თბილისში ტრანსპორტირების ფიქსირებული ტარიფია: უფასო(თუ მიწოდების ღირებულება შედის პროდუქციის ფასში) ნივთის მიღება შეძენიდან 2 საათის განვმალობაში, ან თქვენთვის მოხერხებულ დროს. სანამ თქვენს მიერ შეძენილი ნივთი გამოიგზავნება, დეტალურად მოწმდება.       

 

7. შეკვეთის მიღების პირობები

 

ნივთის შემოწმება ადგილზევე უნდა მოახდინოს მიმღებმა კურიერის თანდასწრებით. ხარვეზის აღმოჩენის ან ნებისმიერი უკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ +995593719719

 

 

8. გადაცვლისა და უკან დაბრუნების პირობები

 

ნივთის უკან დაბრუნებისა და გაცვლის პირობები ყველა პროდუქტზე ინდივიდუალურად განიხილება.   იმ შემთხვევაში თუ ნითის დაბრუნება ან გაცვლა გადაწყვიტეთ კურიერის წასვლის შემდეგ , მოწოდება თავადვე უნდა განახორციელოთ .შეკვეთის  დასაბრუნებლად თორნიკე ერისტავის ქუჩაზე 5 ნომერი

მაღაზია Denizo

 

 

9. კონფიდენციალურობის პოლისი

ამ კონფიდენციალურობის პოლისის თანახმად, ფუნქციონირებს ვებგვერდი (www.omlineave.ge), რომელიც გიწევთ მომსახურებას.

ეს პოლისი გამოიყენება იმისათვის, რომ ვებგვერდის მომხმარებელი გაეცნოს ჩვენ პოლიტიკას პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, გამოყენებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებით.

თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაშინ თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ის ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ პოლისით. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ, გამოიყენება მომსახურების მისაღებად და გასაუმჯობესებლად. ჩვენ არ გამოვიყენებთ, ან არ გავაზიარებთ მიღებულ ინფორმაციას ამ პოლისით განსაზღვრული წესების საწინააღმდეგოდ.

ტერმინებს, რომელიც გამოყენებულია ამ პოლისში, აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც წესებსა და პირობებში.

 

10. ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ, გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, რითაც შევძლებთ თქვენ იდენტიფიცირებას. ეს მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული სახელით, ტელეფონის ნომრით, დაბადების თარიღით, სქესით, შესყიდვის ინფორმაციით, გამოსახულებებით, საფოსტო ინდექსით, ფინანსური ინფორმაციით (რაც გულისხმობს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალებს) და ა.შ. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ გამოიყენება თქვენთან საკონტაქტოდ ან თქვენი იდენტიფიცირებისათვის.

 

11. შესვლის მონაცემები

ჩვენ გატყობინებთ, რომ ვებგვერდზე შესვლისას, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც აგზავნის თქვენი ბრაუზერი და მას ეწოდება შესვლის მონაცემები. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი საიტის მონახულებულ გვერდები, ამ გვერდებზე გატარებული დრო და სხვა სტატისტიკა.

“COOKIES”

 

“COOKIES” არის ფაილების ერთიანობა მცირე რაოდენობის ინფორმაციით, რომელიც ხშირად გამოიყენება, როგორც ანონიმური უნიკალური მაიდინტიფიცირებელი. ისინი იგზავნება თქვენ ბრაუზერზე ვებგვერდიდან, რომელსაც სტუმრობთ და ინახება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე.

ჩვენი ვებგვერდი გამოიყენებს „COOKIES” იმისათვის, რომ შევაგროვოთ ინფორმაცია და გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება. თქვენ გაქვთ საშუალება დათანხმდეთ, ან უარი თქვათ „COOKIES”, როდესაც ის იგზავნება თქვენ კომპიუტერზე. თუ თქვენ უარს იტყვით მის მიღებაზე, შეიძლება გარკვეული სახის მომსახურებები შეგეზღუდოთ.

 

 

12. უსაფრთხოება

ჩვენ ვაფასებთ თქვენ ნდობას, რომ გვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ საშუალებს მის დასაცავად. თუმცა გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არ არსებობს, ელექტრონული წარმოების მეთოდი, რომელიც 100% უსაფრთხო და სანდოა, ამიტომ ჩვენ ვერ გაძლევთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.

 

13. სხვა ვებგვერდის ბმულები

ჩვენი ვებგვერდი შეიძლება მოიცავდეს ბმულებს სხვა გვერდებზე გადასასვლელად. თუ თქვენ გამოიყენებთ მსგავს ბმულს, თქვენ გადამისამართდებით შესაბამის გვერდზე. დაიმახსოვრეთ, რომ მათი ფუნქციონირება არ გვეხება ჩვენ, ამიტომ გთხოვთ, გადახედოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს და შესაბამისად პასუხს არ ვაგებთ სხვისი ვებგვერდის შემადგენლობასა, პოლისებსა და პრაქტიკაზე.

 

 

14. ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლისში

აღნიშნული პოლისი ექვემდებარება გადახედვას და შეცვლას. ამიტომ, გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ მას. ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილების განხორციელების თაობაზე. ცვლილება, ანდა დამატება ძალაში შედის www.onlineave.ge-ზე გამოქვეყნებისთანავე.